- თეზისი
- • ოფიციალურად წარმოდგენილი წერილობითი ანგარიში, რომელიც ემყარება დამოუკიდებელ სამეცნიერო ნაშრომს, და აუცილებელია აკადემიური ხარისხის მისაღებად (როგორც წესი, მესამე აკადემიური ხარისხი ანუ დოქტორის ხარისხი).Source: კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული სისტემა (ECTS) და დიპლომის დანართი : სახელმძღვ. / [მთარგმნ.: ზაქარია მაჩაბელი ; რედ.: ლიკა ღლონტი (პმგ რედ.) და სხვ. ; სამოქ. საზოგადოების ინ-ტი] - თბ., 2005• თეზისი ავტორის ძირითად პოზიციას ნიშნავს, რომლის დასაბუთებასაც ემსახურება არგუმენტირებული ესე. როგორც წესი, თეზისი ერთი-ორი წინადადებისაგან შედგება (ფაქტიურად, ეს არის მთლიანი ესეს შეჯამება ერთი-ორი წინადადებით) და მისი მიზანია გააცნოს მკითხველს, თუ რის დასაბუთებას აპირებს ავტორი და რას შეეხება მისი ძირითადი არგუმენტები. ჩვეულებრივ, თეზისი შესავლის ბოლო წინადადებას წარმოადგენს.Source: წულაძე ლია. აკადემიური წერა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრანტებისათვის / ლია წულაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.